RSS

დაღამებისას

დაღამებისას,
დიახ, ღამით. მზის ამოსვლამდე,
ცარიელ სახლში,
მარტოდ დარჩენისას
იცის უძილობა მორიგ დილამდე.
დაღლილობის გალავანში,
თანაც წინა დღეს ვაცილებდი დიდხანს.
გაუშლელ ლოგინზე მწოლიარე
ვიარე სადღაც შორს,
მერე მკრთალი ზღვის პირას.

როცა ყველა ისევ მიიძინებს,
უფლება მექნება, მხოლოდ მზის ამოსვლამდე,
ვუყურო სიზმრებს.
იქნებიან ქალები და ვითარება,
იქნება მზე,
თვალს რომ გავუსწორებ.
რაც არ მახსოვდა ის დავივიწყე,
სადაც არ მივსულვარ იმ ადგილს ვტოვებ.

სევდიანი ღიმილი,
მზერა უძილო, ჭერს ძლივს რომ სწვდება.
მომავალიც იყო უძირო,
ქანცგაწყვეტილი.
ღამის რიტუალი ნელ-ნელა რჩება.
ბაღში ვსეირნობდით,
უცნობთათვის ვიგონებდით სიზმრებს,
გრძნობით.
გამთენიისას რომ ავიწყდებათ.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 16, 2017 დუიმი Something...

 

* * * (შორეული მთები)

bird-rainy-backgrounds

*** 

შორეული მთები, ქარის ქროლვის ხმა,
გავიშალე ფრთები, მეგებება ცა.
სადღაც ყმუის მგელი, მწუხრმა იწყო სვლა. 
ამერია გზები, ამერია გზა.
დროის დერეფანში სძინავთ დაღლილ მხეცებს,
ძალით მიჯაჭულებს, ბოროტების კერპებს.
ვეღარ ახელს თვალებს ღმერთით გაჩენილი,
მიუჰყვება ქარებს, მოეძალა ძილი.
ყვავი დასტრიალებს უსულგულო გროვას.
აღარავინ მალავს უადგილო ლტოლვას.
მდუმარე ნოტების უნიჭო დამკვრელი.
ურითმო სტროფების ფხიზელი მხატვარი.
არ მოერიდათ, მაინც სცეს თაყვანი.
კარგი გაირიყა, გაიყოლა ნაგავი. 
გასულ დღეს ელიან, დაელიათ მარაგი.
მერამდენე წელია მზე ამოდის ჩამქრალი.
სადღაც ისევ თოვს, და ისევ თეთრად.
ბუნდოვნად მახსოვს გუნდების ძერწვა.
ნელ-ნელა ბავშვობა გაიფანტა ფერფლად.
წარსულის არქონა, გვაახლოებს სხვებთან.
შორეული გზები, დედის ნაზი ხმა.
სახლში დავბრუნდები, ოღონდ ჯერ არა.
ქარავანი ეული, ეული მგზავრებით.
ცხოვრება უფერული, უაზრო კრძალვებით.
უშველეს, ნახვამდის. თანაგრძნობით ვფასდებით.
საიქიოში გადადის, რასაც აქ ვეღარ ვასწრებდით.
დაბურული ფარდები, ზრდასრული ზღაპრები.
გამიღეთ კარები, უმიზნოდ დავიარები.
შორეული მთები, ქარის ქროლვის ხმა, 
გავიშალე ფრთები, მეგებება ცა. 

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 7, 2016 დუიმი Something...

 

გამარჯობა!

გამარჯობა! აჰა, მოვედი.
სრულიად შემთხვევით. გზა ამერია.
ვიცი დამაგვიანდა, აღარ მელოდი.
ვერ ვიტყვი ვწუხვარ, დიდი ტყუილია.
ჩემს მოსვლამდე ალბათ სხვაც მოგესალმა.
შენც დროის გასაქარვად გაუბი საუბარი.
გაზაფხულიც იყო, ზამთარიც დადგა.
უნებლიეთ შეგძენია უცნობი მეგობარი.
რაღაცა იცვლება, რაღაცა – არა.
მოსაყოლად დაგვიგროვდა რამდენიმე სიტყვა.
ჩემს თმას უკვე შეერია უდროო ჭაღარა.
და ჯერაც არ მეღირსა შენი სიზმრების ხილვა.
არადა, მახსოვს გზა მომავლისკენ,
როცა ბავშვური სიცელქით მალავდი გრძნობებს.
ნელ-ნელა ოცნება გაეცალა სივრცეს
და ვუკრავდით მკაცრად დადგენილ ნოტებს.
შენს შერჩეულ გამაში ვერ ვხედავდი ფერებს.
კითხვების მაგივრად ვსვამდი ამოცანებს.
ზღვაში ჩაცვენილ წვიმის წვეთებს,
მიხსნიდი როგორც მორიგ აბსტრაქციას.
არადა ვცნობდით ერთმანეთის სახეს.
შეხებისას ვგრძნობდით მიმოფანტულ სითბოს.
მერე რა რომ სახელი მკითხე ქორწილის ღამეს,
ჩვენ ხომ შევთანხმდით, არავინ უნდა განიკითხოს.
მორცხვად შევიყვარეთ შიშველი დუმილი
საკუთარი მარტოობის ვნებით სადარაჯოდ.
მრავალჯერ დაიდო უსიტყვოდ ყურმილი.
გულგრილად მიდიხარ, არაფერზე დარდობ…
გამარჯობა! მართლა მოვედი.
სრულიად შემთხვევით, სევდა მომეძალა.
იმედი მაქვს მაინც მელოდებოდი,
წარსულზე მეტად აწმყო მოგენატრა.
ალბათ, დრო მოვა და დავასრულებ წერას,
მე ვისწავლი ჩემი ლექსის ხატვას.
ისევ ვიგრძნობ შენს ცინიკურ მზერას,
სიყვარულს რომ ასე უშნოდ მალავს.

Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 25, 2016 დუიმი Something...

 

სათამაშოები (10.11.12.13.14.15.)

     10.
როგორც ოჯახში უფროს შვილს, იასაც, ახასიათებდა ინიციატივის ხელში აღება, იქნებოდა ეს საგანმანათლებლო თუ ორგანიზაციული.
ვინაიდან გიორგის ამგვარ სისულეებში ვერავინ შეაბამდა, მით უმეტეს, გოგო. ერთადერთი მსხვერპლი მე დავრჩი. Read the rest of this entry »

 

სათამაშოები (7.8.9.)

     7.

   ბაღიდან კოჯორში წაგვიყვანეს ლაშქრობაში.
   ჰაილე ისევ მარტო მოდიოდა ჯგუფის ბოლოში. ისევ იღიმებოდასავით. თუმცა, მის ღიმილს მთლად ბედნიერს ვერ ვუწოდებდი.
ჩვენი ექსპედიცია წარმატებით მიიწევდა წინ. ჯერ გამხმარი ფოთლები შევაგროვეთ, მერე მასწავლებელმა მცირე ბოტანიკის კურსი ჩაგვიტარა. (რა თქმა უნდა, მაშინ მთლად ვერ გავიგე რას ბოდიალობდა, დღეს კი ვხვდები მართლაც რომ ბოდავდა). Read the rest of this entry »

 

სათამაშოები (4.5.6.)

4.

   თბილისობის ზარ-ზეიმი ახალი მიწყნარებული იყო. მამა რიგრიგობით ნაბეღლავზე გვაგზავნიდა. ქუჩაში მიგდებულ საჭმელს ძაღლები არხეინად მიირთმევდნენ, სანამ ღამენათევი მეეზოვეეები ცოცხით არ დაადგებოდნენ. მეზობელი რევაზი უშედეგოდ ცდილობდა დაეყოლებინა ვინმე გამვლელი შემორჩენილ ორ ჭიქა ღვინოზე. მოკლედ რომ ვთქვა, არაფრისგან განსხვავებულ შემოდგომას მპირდებოდა ეს დღე, რომ არა ბაღის ჯგუფში ახალი ბავშვის მოსვლა.
   ანბანს ვსწავლობდით. ეს იყო და ასო ბგერა „ზ“-ს მივადექით, კარი შემოიღო და ქალბატონი მზია შემობრძანდა აჩქარებული ბაკუნის რიტმში. Read the rest of this entry »

 
 

სათამაშოები (1.2.3.)

     1.

   ისე, უბრალოდ, მინდა მოვყვე ჩემს სათამაშოებზე. ოცდაშვიდ პატარა ჯარისკაცზე, კუდმოხეულ კენგურუზე, დისგან მოპარულ ბარბის თოჯინაზე და სხვა დანარჩენებზე.
   ეს ის ზაფხულია, როცა მეათე კლასში შესასვლელად ვემზადები. მყიდულობენ ახალ ტანსაცმელს, უნახატო რვეულებს და მეზობლებში დაფუსფუსობენ სახელმძღვანელოების საშოვნელად. თავის მხრივ, უსაქმური მეზობლები ჩემს ყოველ გაზრდილ სანტიმეტრს აღტაცებით ხვდებიან. მირიგებენ საცოლეს და ასევე მისი მოპყრობის ყველა ტრადიციულ მეთოდს. ეს ის ზაფხულია, მამამ დავითით რომ მომმართა, დათუნას ნაცვლად. ბაბუამ საჩუქრად ბლოკნოტი მიბოძა, ბებიამ კი მეორე ბლოკნოტი. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on სექტემბერი 30, 2015 დუიმი სათამაშოები

 

ადო I

   თავის მეოცე გაზაფხულზე ამოიღო დამტვერილი ჩანთა, უცნობი მჩუქნელის, ჩაალაგა კბილის ჯაგრისი, პირსახოცი, ტანსაცმლად გამოსადეგი ნაჭრები. პირობითი ქურდობით თავისი წილი საკვები გამოაცალა მაცივარს. უსიტყვო ვედრებით პატიება სთხოვა და-ძმებს, მშობლებს და უცნობებს. თუმცა არც ისე მხურვალედ. ზღურბლს მიახლოვდა და კარის მსუბუქი ჭრიჭინის ხმაზე სახლი დატოვა. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აგვისტო 29, 2015 დუიმი Something...

 

…არეული ნაბიჯების კროსვორდი აუხსნელი

არეული ნაბიჯების კროსვორდი აუხსნელი შეიქმნა შემთხვევით ჩემთვის და სხვისთვის.
იყო თეორია და სიყვარული სიკვდილის მერე, რაც ჟანრებად დაიყო ზედმეტი ფიქრისთის.
უკანასკნელი ხურდა, ცოტაოდენი სირცხვილით, გახდა საკუთრება პირველი მთხოვნელის.
უაზრო პრინციპი აიხსნა სიფიცხით, ცარიელი გროვა თავმოყვარეობის.
გამოუგზავნელ წერილზე დაიწერა პასუხი, უკვე წლებია ფოსტალიონს არ მიაქვს ფოსტა.
ვიღაცამ, რატომღაც სასმელში ჩააქსოვა, ლამაზი სიტყვები, გრძნობები, ლტოლვა.
რანდევუ დანიშნეს, უდროო ადგილას, გვიან მისვლისას მომიწევს მოცდა,
კადრების შერჩევა, მონტაჟი, სკამები ბრბოსთა. მახსოვს ბავშვობის არაგულწრფელი ლოცვა.
გამხმარი გუაშით პალიტრა შეუმდგარი სიცოცხლეს ვერ მატებს მხატვრის პეიზაჟებს.
სიგიჟის ნამსხვრევით ფასდება ხელოვანი, მერე კი სიბრმავით მისი მიმყოლების.
ყვებოდნენ ქალაქზე სადაც მოვიდა თოვლი, უმანკო საფარი მოფენილი ზეცით.
იმ საღამოს ბევრი გაიყიდა ბოთლი, ღვინით და სხეულით, ზოგიც თავისი ნებით.
სარდაფში ხშირად მოდის მოხუცი ქალი, დამლაგებელი სახლის, სადაც ცხოვრობდა დედა.
ასეთ დღეებში ყოველთვის მაწვება დარდი. ის განვლილ ცხოვრებას ძალზე ლამაზად ყვება.
გამთენიისას ხვეტავენ გზას მომავლისა, რომელზეც გაივლის მათვის უცნობი ხალხი…

Insane_Art_by_FullInsaNe

 
დატოვე კომენტარი

Posted by on იანვარი 12, 2015 დუიმი Something...

 

უსათაუროდ.

დრო იყო მიყვრდა ზამთარი. ლამპიონებით განათებული ცივი საფარი. ადრიან დილას ნაბიჯს რომ აჰყვებოდა თოვლის ჭრიჭინი. გიგანტი ხეების ნაძალადევი მორჩილება. უმიზეზოდ აცრემლებულ თვალებს ქარს რომ ვარიდებდი. თბილი ქურთუქის დიდებივით შეხსნა. შიშველი ხელებით გუნდის დაჭერით უაზრო თავდადება. მოკლე დღეებში ქალაქის ადრიანი დაძინება… Read the rest of this entry »

 

ერთი გზა, ორი ადამიანი. (I) შეხვედრა

– შორია?
– არც ისე. ოციოდე წუთის სავალი ღა დაგრჩათ.
– მცირე მანძილია გადაწყვეტილების მისაღებად.
– საიდან მოდიხართ?
– დედაქალაქიდან.
– ამხელა გზა განვლეთ, უკვე უნდა მოგეფიქრათ. ან სულაც წამოსვლამდე.
– ასე მარტივად აღიქვით ყველაფერი…
– პირველი არ ხართ ვინც სიცოცხლის მიწურულს ამ აღმართებს მიუჰყვება.
– განა მიზეზი ერთია?
– შეცდომები. საქმით რომ აღარ გამოსწორდება.
– მერე იქ რა ხდება?
– არ იცით სად მიდიხართ?
– უბრალოდ წამოვედი. ადრე თუ გვიან ხომ ყველა იაზრებს შეცდომებს.
– მაგრამ ყველა არ ნანობს.
– ხო… Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on ივნისი 25, 2013 დუიმი Something...

 

მატარებელი

railwaywallpapermesaflave

იცვლება ხედი, იცვლებიან თანამგზავრები… მხოლოდ ბორბლების ჭრიალი დარჩა ძველებური… და მელანქოლია… სევდიანი ფიქრები მგზავრის… უცხო სადგურები, ზოგიც დავიწყებული… ვიღაცას აცილებენ, ვიღაცას არა… უკან მომავალ მატარებელს ბევრი აღარ გამოჰყვება… არ ელოდებიან, არ მოენატრება… აღარ მეორდება განვლილი ლიანდაგი… Read the rest of this entry »

 

ფოთლები

ფოთლები - მესაფლავე

…ასე იცის ხოლმე, თენდება, მერე ღამდება. ან ჯერ ღამდება მერე თენდება. გააჩნია თვალი როდის აგეხილა… შემოდგომის მერე მოდიოდა ზამთარი. ფერმკრთალი სამძიმარი ფოთოლთცვენას აჰყოლილთ. მხოლოდ ქარი შემორჩა წელიწადის ყველა დროს. უფერო თანამონაწილე მრავალი ცოდვის… Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on მაისი 1, 2013 დუიმი Something...

 

ტეგები: ,

თეთრი ღმერთი

მესაფლავე – თეთრი ღმერთი

მალე ისევ გათენდება, ისევ იმძლავრებენ შენში მიძინებული აზრები. აუხსნელი ლტოლვა სიცოცხლისადმი, თან არა მარტო საკუთარის. სხვისი ტკივილი არც ისე გეუცხოება, არც სხვისი სევდაა ძალზე შორეული. ქაღალდის ფერფლივით გაიფანტე ქარიან დილას. შენით სუნთქავენ, ღრმად ილექები უცნობთ ფილტვებში, უცნობთ სამყაროში და იქაც, არაფერი ახალი, იგივე ფერები, უბრალოდ სხვანაირად მოხატული…

გაწვდილი ხელები, ჩუმი ვედრება. დაკაწრულ სულებში მოურიდებლად დაიდე ბინა. მათ წუხილს იზიარებ და ისინიც უნებლიეთ გიღებენ დახშულ კარიბჭეს. და ისევ ყველაფერი მსგავსი… იგივე სევდა, იგივე მარტოობის განცდა. თან როგორ გესმის მათი, განა იგივე ღამე არ გაიარე ახლა?!. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აპრილი 28, 2013 დუიმი Something...

 

ტეგები: ,

შავი ღმერთი

შავი ღმერთი – მესაფლავე

მალე ისევ დაღამდება, ისევ იმძლავრებენ შენში მიძინებული აზრები. აუხსნელი ლტოლვა სიკვდილისადმი, თან არა მარტო საკუთარის. აღარ გესაჭიროება ჟანგბადი, ტკივილი გასაზრდოებს, ფიზიკური, განსაკუთრებულად მეტაფიზიკური. სულ ერთია ახლო და შორეული, მეგობარი და გამვლელი. ყოველი მათგანი, ნებით თუ უნებლიეთ, დისკომფორტს გიქმნის თავისი არსებობით, თავისი ქმედებით. მნიშვნელობა არ აქვს შენდამია ეს მიმართული, თუ არა… Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on მარტი 23, 2013 დუიმი Something...

 

ტეგები: , , , , , ,

ელეგია

ტრაგედია – მესაფლავე

ერთფეროვანი და უიმედო
სამყარო სავსე ბილწით და ფალშით.
უკვე არავის არ უნდა ენდო,
არსად შეგხვდება გულწრფელი ტაში.

ბავშვის თვალებში ზიზღი და ცრემლი,
სახლიდან წყევლით აგდებენ მოხუცს.
ყოველ სიწმინდეს დაადგეს ფეხი,
ძარცავენ ქალაქს პანიკით მოცულს. Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on მარტი 10, 2013 დუიმი Something...

 

ტეგები:

ფურცელი

ერთი ნაბიჯიც და შენს სხეულს მიიბარებენ გულგრილი მთების კალთები. რამოდენიმე წამიც და ამღვრეული გონება სამუდამოდ მიიძინებს… შორეულ მწვერვალებზე ისმის ქარის ქროლვის ხმა. გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეგაწუხებს, არ წაგაქეზებს. შენი ღმერთებიც არ ჩაერევიან. დრო მოვა, ისინი მხოლოდ სვლას განსჯიან და არა ნაფიქრალს. თუმცა, შეიძლება ეს დრო არც არასდროს დადგეს… სიკვდილთან მიმავალი რთულია არ იფიქრო მარადისობაზე და მის მბრძანებელზე. მნიშვნელობა არ აქვს თუ რაოდენ ღრმად იწამე ისინი სიცოცხლის გზაზე. ბნელ გვირაბს მიჩვეული უკვე შიშობ შუქის დანახვას… მომავლის ფარდას ისევ ვერ წვდები. წარსულთან მაინც სხვა ცოდნა გაკავშირებს. ალბათ ამიტომაც დაგაფიქრებს რატომ მოხვედი. რატომ წახვალ ეს სხვა საკითხია… Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , ,

პიანისტი

klavishebi pianinos - mesaflave

საოცარი მელოდია იღვრებოდა ღამის წყვდიადში. სევდიანი ბგერები მარტოობისთვის ღრღნიდნენ ადგილს. სიზმარარეული წამოვჯდებოდი ხოლმე ფანჯრის რაფაზე. სანთლის მკრთალ შუქზე მის დაკვრას შევცქეროდი, იმ იმედით რომ თვითონ ვერ მნახავდა. თუმცა, ხშირად ფიქრებში ვიძირებოდი და მხოლოდ დაკვრის შეწყვეტისას ვამჩნევდი მის მზერას. ადრე, დარცხვენილი უკან შევხვტებოდი ხოლმე, ბალიშში ვმალავდი სახეს, თითქოს რამე ურიგო ჩამედინოს. დროის მერე, ხელს დამიქნევდა, მეც ვპასუხობდი. თავისთან დამიძახა კიდეც. პიანინოს გვერდით მივუდექი და მისი მკრთალი თითების მშვიდ მოძრაობებს ვაყოლებდი მზერას. გამაოცა, თუ რაოდენ დიდი კონტრასტებით იქმნებოდა სხვადასხვა მონაკვეთი. განა შეიძლება ერთი და იგივე ხელი გაგრძნობინებდეს ნაზ ფერებას და მწარე სილას?!. გამთენიისას დავბრუნდი. სულგაუმძღარი, ძალზე ხანმოკლეა ღამე. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 24, 2013 დუიმი Something...

 

ტეგები: , , ,

მეზღვაური

გემი უდაბნოში ჩაძირული – მესაფლავე ბლოგი

ყოველთვის არ ყოფილა ასე უდაბური ეს ადგილები, ნუ გიკვირს ჩემს გემს რომ ხედავ ქვიშაში მცურავს. დრო მოვა ისევ დაფარავენ გემბანს ურჩი ტალღები. იალქანს გაიყოლებს ქარი შორეულ მხარეში. დრო მოვა ისევ შევუშინდები ნისლიან ღამეს, წყალქვეშა რიფებს, ნაპირს რომ არ მიმიშვებენ ცოცხალს. მანამ კი მე ვიქნები ჩემი გემის ღუზაც და იალქანიც, მანამ ქიმი კვეთდეს იქნება ქვიშიან ტალღებს. ნუ გეღიმება ჩემს განზრახვაზე, წასვლა თუ გინდა მე არ გაკავებ. ნება შენია, მოძებნე სხვა კაპიტანი, სხვა მეზღვაური ქვიშის მაგივრად წყალს რომ გაჰყურებს. თუმცა შტილს თუ მოვესწარი, კიჩოზე მაინც იქნება შენთვის ადგილი. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 9, 2013 დუიმი Something...

 

ტეგები: , , ,

სიკვდილის ქრონიკა

მოხუციგზაზემიმავალი

მე არ მოვკვდები ღმერთის ნებით, არც ეშმაკის ახირება იქნება ჩემი აღსასრული. მე არ მოვკვდები ღრმა სიბერეში თბილ საწოლს მიჯაჭული, არც მწუხარე სახეები გამაცილებენ უკანასკნელ გზაზე. არც თვითმკვლელობა, არც არაფერი მსგავსი, ამგვარი საქმისთვის ძალზე თავმოყვარე ვარ. არც ღამის წყვდიადში ჩამაძაღლებს ვინმე, ტალახში ამოსვრილ ლულას არ მომაბჯენენ შუბლზე. ჩემნაირები არ კვდებიან, ჩემნაირებს მხოლოდ ასამარებენ…

უკვალოდ განვლილი წლების მერე, მაინც გადახედავენ შრომის წიგნაკს. მშობლიურ ქალაქში დაგზავნიან ორიოდე კაცს, ჩემი სახელით დაბადებულზე დასტურის მისაღებად. გარდაცვალების მოწმობა ცარიელი გრაფებით. ჩანიშნავენ მხოლოდ სიკვდილის თარიღს – 13 ნოემბერი. Read the rest of this entry »

 

ტეგები: , ,

ნავი

…არვის სცოდნოდა არც საწყისი, არც დასასრული. თუმცა, უკანასკნელზე შედარებით სწორი წარმოდგენა ჰქონდათ. მიდი-მოდიოდნენ ასე უმიზნოდ, უიალქანო ნავებზე გამომწყდეულნი ზღვის დინებას ემორჩილებოდნენ. ზოგმა ნიჩბებს მიაგნო, მაგრამ რახან სხვები არ იყენებდნენ, მათაც მოერიდათ. ნელ-ნელა ყველა ეგუებოდა სამოძრაო ჩარჩოს, ბოლოს ეს დადებითადაც შეაფასეს – ენერგია იზოგება. ეს ურყევ თეორიად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა რომ დაზოგილი ენერგია არავის ეტყობოდა. ალბათ, ენის უამრავ მოძრაობაზე იხარჯებოდა ყველაფერი და ცოტაც ქარიან ამინდში სახის ასაფარებლად ხელს სწევდნენ, როგორც ასეთი. ჭამითაც არ უჭირდათ, დღეში ერთხელ მოდიოდა თაგვების ან ბაყაყების წვიმა, ხანდახან ძროხის ან ღორის ძვლებიც, ზედ შერჩენილი ცოტაოდენი ხორცით. მხოლოდ წვიმა აშინებდათ. ნავები წყლით ივსებოდა, მომაკვდავს ის ღა რჩებოდა წამომდგარიყო… ბევრი ვეღარ დგებოდა და მათი სიკვდილი უფრო ნაკლებად ამახსოვრდებოდათ. თუმცა არც წამომდგარი გადარჩენილა ვინმე, ზღვაში ცხოვრებისას ცურვის სწავლა არ იყო მოდაში. არცაა გასაკვირი, მოდა არასდროს ითვალისწინებდა არსებობის პრინციპებს… Read the rest of this entry »

 

დეკემბერს

დეკემბერი იქნება ისევ, ისევ უთოვლო. წლების მერედაც არ შეიცვლება ქალაქი, მხოლოდ ხალხი, ისიც გარეგნულად. როგორც უწინ და ახლა, მერეც ბევრი ჩამოვა და წავა, უფრო მეტი გაუჩერებლივ გაგვცდება. მე დაბერებას ვაპირებ. ჩემი თაობაც არ მოესწრება უკვდავების წამალს. თუმცა, მე მაინც დავბერდებოდი. მეგობრები, მეგობრებზე ვერაფერს ვიტყვი, მე მათ სხვა ქალაქში ვცდილობ წარმოდგენას. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 5, 2012 დუიმი Something...

 

ტეგები:

დილა ზამთრის

ბარდნიდა.
დილა ადრიან იცის ზამთარმა. მერე ვეჩვევი.
ამ პერიოდში უდროოდ რეკავს ხოლმე მაღვიძარა (თუმცა არც არასდროსაა დროული, მაგრამ წელიწადის სხვა დროს უფრო ადვილად ვიტან). ჯერ კიდევ ძილბურანში შემთხვევით ცდება კიდური საბნის საზღვრებს და ოთახში გამეფებულ სიცივეს სხეული მთელი არსებით ისრუტავს. ჯერ სხეულში, მერე სიზმარშიც იჭრება და მაღვიძარას მიერ დაბზარულ სამყაროს ბოლომდე ამსხვრევს… თავს ვიტყუებ და გამოღვიძებას არ ვიმჩნევ, ოთახის სიცივე და მაღვიძარა მოვიშორე და ამაოდ ვცდილობ სიზმარში დაბრუნებას. რახან სიზმრის ნამსხვრევები თოვლმა დაფარა, ოცნებას ავყევი. თან მიზეზს ვეძებ მოგვიანებით რომ ავდგე… Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on ნოემბერი 27, 2012 დუიმი უცნობის ქრონიკა

 

მე–13 პალატა (III)

…მგონი ბედნიერი ვარ. არც რამე ფასეულობა გამაჩნია, სულიერი თუ მატერიალური, არც ვალდებულება. უკვე მერამდენე საათია საწოლზე ვწევარ პირაღმა. ჭერს მივშტერებივარ. გადაჯვარედინებული ფეხები, თავქვეშ ამოდებული ხელები და უსაზღვრო ფანტაზია. ილუზიების სამყარო იდელური გარემოა უწარსულო ადამიანისთვის. ყველაფერი ისე “იყო” როგორც გავიფიქრებ. მომავალზე ფიქრი ცოტა რთულია… Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ნოემბერი 9, 2012 დუიმი Something...

 

განთიადი

კიდევ წამი და ვკარგავ წონასწორობას. დაღლილ სხეულს ვეღარ იკავებს სული. ჯალათის თვალებში ვხედავ ჩემს უსუსურობას და ირგვლივ მაყურებელს, გასუსულს ახალი სცენის მოლოდინში. ბრბოდან ნელ–ნელა მოძუნძულებენ ძაღლები, ეშვებს ამზადებენ კარგი ნაჭრის ჩასაკბეჭად. გულში ზიზღი შიშისთვის არ ტოვებს ადგილს. ბრჭყალებით ვფხაჭნი სისხლიან მიწას, ჯოჯოხეთს ვეძებ, მჯერა ეშმაკს მოუნდება ჩემი დახმარება, მასსაც ეძულება ეს არსებები. კიდევ წამი და იყიდება ჩემი სხეული, იაფად რიგდება ერთგულ მაყურებლებში. და დგება დრო რიტუალის, როგორც წესია სევდით იმარხება ჩემი ნარჩენები. Read the rest of this entry »

 

სათამაშო თვითმფრინავი

დებიეს ყვირილი ლამის „ტყუპების“ 110-ვე სართულზე გაეგოთ: „დედა, თვითმფრინავი მიყიდე!“ დაღლილი ქალი შვილს თან ტუქსავდა, თან ეფერებოდა, დიდი მონდომებით ცდილობდა რა გაეჩერებინა ნიუ-იორკელებისათვისა და არა ნიუ-იორკელებისათვის შემაწუხებელი კივილი და ტირილი.ადგილობრივები და ჩამოსულები კი უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში დაბნეულები დარბოდნენ ( დიახ, დარბოდნენ, დარბოდნენ ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად, თითქოს გრძნობდნენ, რომ მათი დრო იწურებოდა და ხვალინდელი დღე აღარ გაუთენდებოდათ…). Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on სექტემბერი 13, 2012 დუიმი რაღაც კარგი

 

ტეგები:

მოგზაური

მორიგი ციხიდან გასული მგზავრი გასაღებს ვუტოვებ მოხუც მეპატრონეს. შორეულ გზაზე მიმავალი უფლებას ვკარგავ უკან დაბრუნების. შესაძლოა ახლა მობეზრება მასულმდგმურებს უფრო, ხვალ კი სინანულით მივიხედავ უკან. მაგრამ მაინც წასვლას ვამჯობინებ ისევ. საპოვნი მაქვს რაც კი დამიკარგავს, და რო ვიპოვი ქარს გავატან. ვიცი, მეორედ ნახვა იქნება სხვანაირი, მეც მექნება სხვანაირი გრძნობა, ძებნის გზაზე შეიცვლება ბევრი… Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on სექტემბერი 7, 2012 დუიმი უცნობის ქრონიკა

 

მის გულში სხვანაირად თოვს…


მის გულში სხვანაირად თოვს, მის გულში სხვანაირმა იცის ზამთარი… თბილ სახლში დაბრუნდება, ოღონდ მერე, ჯერ ქარბუქში სურს ხეტიალი. ბავშვური წყენა სულს უკაწრავს, სიამაყეს არ სჩვევია პატიება. ღამეს ელის, მარტოობის ეძებს ადგილს. არ უვლია უცხო გზაზე, დედის კალთას მიჩვეული. ცივი მზერაც ყალბად მალავს მშიშარა გოგოს მწარე ცრემლებს. სითბო უნდა, არა სახლის, სხვანაირი თბილი კუთხე. მეგობარი, ძალზე ახლო. მოსაყოლად კარგის, ცუდის… Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on ივლისი 19, 2012 დუიმი Something...

 

ტეგები: , , ,

სადღაც

სადღაც შორს, ვიღაც მიუჰყვება, წვიმაში, მწვანე ხეივანს. ფეხს შიშველს ადგამს ატალახებულ მიწას. ხელები ჯიბეში და ჩამქრალი სიგარეტი, ორიოდე წუთის წინ მოსროლილი განვლილ ბილიკზე. სევდიანი ღიმილი და ფიქრი სიშორეზე. სახლში მიდის ძლიერ დაღლილი…

სადღაც უფრო შორს, პატარა გოგონა, რაფაზე შემომჯდარი უსმენს წვიმის სიმფონიას. გადაშლილი წიგნი, კარგი რომანი, საკითხავი ამ მოწყენილ ამინდში. თბილ პლედში შეფუთული ფეხები, იქვე ჭიქა რძით არ დალეული უკვე თითქმის საათია. ცივ მინას ეყრდნობა პაწაწინა შუბლით, ოცნებას აჰყოლილი ნორჩი მოგზაური… Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 10, 2012 დუიმი Something...

 

ტეგები:

მე–13 პალატა (II)

…”ორასი დოლარი და მორჩა. აპარატურას და სცენას მოგიგვარებთ, თქვენგან მხოლოდ უმაღლესი კლასის შესრულება მჭირდება. პარასკევს პირველ ნახევარს მიიღებთ, მეორეს კონცერტის ბოლოს. ახლა ასხით აქედან, სხვა საქმეებიც მაქვს მოსაგვარებელი.”
“რა?” პატარა დამტვერილ ოთახში ვზივარ, მე და კიდევ 5 მასტი. ოთხი მათგანი ჩემს უკან ტახტზეა რიგიანად მოკალათებული. ღლაპები. გოთურ–მეტალურ ზმანზე გამოწყობილი, კოლეჯის ან უნივერის ტიპური მოსწავლეები. ეს ესაა გარდატეხის ასაკი რომ დაეწყოთ. რაღაცას რომ როშავდა, ის ოთახიდან გავიდა. მგონი ჩემი კითხვა არც გაუგია. ან სულაც დაიკიდა. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on მაისი 30, 2012 დუიმი Something...

 

ტეგები: , ,

მე–13 პალატა (I)

…ნელ–ნელა იფანტება ბლანტი სითხე გაშეშებულ სხეულში. დამძიმებული ფილტვებით ზიზღით ვისრუტავ დაჟანგულ ჰაერს. სიბნელეს შეჩვეულ თვალებს ჯერაც ვერ ვახელ რიგიანად. წამოდგომას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ, ყოველ ცდაზე ვგრძნობ გადაჭიმულ ქამრებს კიდურებზე. და ამ უმწეობისგან გული მერევა, სიბრაზე მახრჩობს. სხეულის ყოველ მონაკვეთში მესობა პატარა ნემსები, ალბათ რამე წამლის ეფექტია. სისხლით მევსება ტვინის უჯრედები და გონებას ვკარგავ. შორიდან ვიღაცის სწრაფი ნაბიჯები მომესმა. თეთრ ბურუსში გაეხვია ცნობიერება. ყოველთვის ვოცნებობდი ამნეზიაზე, მაგრამ ახლა ძლიერ მეშინია გაღვიძებისას გადამავიწყდეს განვლილი ცხოვრების თუნდაც მცირე ეპიზოდი… Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on მაისი 30, 2012 დუიმი Something...

 

ტეგები: , ,

უდაბნოში

და კიდევ ერთი თოვლიანი დილა გათენდა ჩემი სახლის ეზოში, ისევ მოვიდა ზამთარი და ყინვა. გათეთრდა ქვიშა ჩემს უდაბნოში. დარბეულ ციხეს ძველებურად იცავს ცამეტი დარაჯი. ცამეტი მხეცი იცავს ჩემს სხეულში მოქცეულ სამყაროს, რომლითაც ვცხოვრობ და ვიცხოვრებ მერეც. აქ არც სიცოცხლე, არც სიკვდილია, და არც ღმერთი წყვეტს მხეცთა ქმედებას. აქ ყველა მკვდირი განდეგილია, არავინ ელტვის ცოცხალ არსებას. და ამ მიუვალ, დაკარგულ გზებზე არავინ მოვა, შემთხვევით, ღამით. ჩემს მეფურ მყუდროებას არღვევს მხოლოდ ქარი, ხანდახან მოსული შორეულ ქვეყნიდან. Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , ,

ნახვამდის დედა

   ნახვამდის დედა, მივდივარ ცაში. წერილი მომსვლია, მიბარებენ ზეცით. მივდივარ ჩუმად, მივდივარ ღამით, ვიცი განშორება იქნება ძნელი. დამაყოვნებ დიდხანს, სავალია ბევრი, მეშინია შემაგვიანდეს გზაში. არ ჩავრჩე სადმე სამყაროს იქით. არ მიმაქვს საგზალი, ან მჭირია რაში? იქ ყოველთვის თბილი უბერავს ქარი, გაქრება სადღაც სხეული მძიმე, მშვიდობით ვივლი ღრუბლიან ზღვაში. და როდესაც გაიგებ ამ წასვლის ამბავს, ნუ იტირებ, მე გთხოვ, არ გინდა დარდი. Read the rest of this entry »

 

ტეგები:

ქარს მიჰყვებოდა წარსულის აჩრდილი…

ნაწვიმარ ქუჩაში, უმისამართოდ ქარს მიჰყვებოდა წარსულის აჩრდილი. შორიდან ისმოდა ნაცნობი ბგერები, მელოდია შეთხზული მხოლოდ იმ ორისთვის. და იყო ამ სვლაში რაღაც სევდიანი, მელანქოლიის მსგავსი შეგრძნება. იყო სინანული, მსხვრევა იმ ოცნების, რომელიც დაიწყო, მაგრამ არ დასრულდა. Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , ,

უჩვეულო თამაში

ხშირად ვიწყებთ უჩვეულო თამაშს. ალაგ–ალაგ ვარჩევთ პერსონაჟებს, ბრმად ვანაწილებთ როლებს. შეუსაბამობაში მოგვყავს რეალობა და წესები. ვსხდებით შემაღლებულზე ცარიელ ტახტზე და მსაჯულის ფუნქციებს ვირგებთ უნიათოდ. ბავშვური აღტაცებით ვიწყებთ თავგადასავალს, რომელშიც თითქოს ყველაფერი ჩვენს გემოზე უნდა წარიმართოს. Read the rest of this entry »

 

ჯოკერი

ზოგადად, ჯოკერის ცხოვრება ფასდება მხოლოდ დასასრულით. პროცესის ბოლოს თქმული შთამბეჭდავი ხუმრობით, რომელიც მანამდე ჯერ არავის შეუთხზავს. აზრს მოკლებულია შენი პირველი შუტკა, მთავარია რას იტყვი ბოლოს. და მტანჯველია სწორედ იმ მომენტის მოლოდინი როცა ყველაფერი უნდა დამთავრდეს. როცა უნდა შეთხზა შენი ბოლო კომედია და მომღიმარა სახეებს უკანასკნელად მოარიდო მზერა. რთულია ლამაზად წასვლა, ელეგანტურად გასვლა დარბაზიდან. Read the rest of this entry »

 

ტეგები: ,

შენთან მიმავალ ქარს ბარათს ვატან…

შენთან მიმავალ ქარს ბარათს ვატან, უმელნოდ ნაწერ უაზრო ტექსტებს. და თუ ხვალ არ გათენდა ჩემი განთიადი, ეს სიტყვები მიიღე როგორც აღსარება, როგორც ბოდიშის მოხდა ჩემს ყველა ურიგო საქციელზე. Read the rest of this entry »

 
2 Comments

Posted by on თებერვალი 25, 2012 დუიმი უცნობის ქრონიკა

 

ტეგები: ,

პიანისტი

კაფეს ნელ-ნელა ტოვებენ გამვლელები. მარტო შენ არ გაქვს წასასვლელი ამ უცხო ქალაქში. ბოლო მაგიდასთან ზიხარ ფიქრში ჩაძირული და უნებურად ყურს უგდებ სევდიან მელოდიას პიანისტის. გამთენიისას გადის შენი ავტობუსი, მორიგ უცხოეთში. დაკარგული სამყოფელის ძებნას უნდა შეალიო ეს უდროო ღამეც… Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on თებერვალი 6, 2012 დუიმი Something...

 

ტეგები: , , , ,

შენ, მე და ის…

… ხედავ? ხედავ, როგორ დაფრინავს, არაფერი რომ არ ედარდება თითქოს. როგორ ძუნწად ეხებიან მისი თხელი ფეხები ჩვენს ცოდვილ მიწას… არა, ფრთები არაფერ შუაშია, მისი სულია ასე ნაზი, ასე უმწიკლო, ასე მსუბუქი. ეს ჩვენ გვჭირდება ფრთები, ძრავა, ვერთმფრენები, რომ ორი წამით მაინც მოვწყვიტოთ მძორი სხეული ამ აყროლებულ საყდარს… კი, ზოგი მივა მასთან, მაგრამ დიდხანს ვერ იფარფატებს უღრუბლო ცაზე. ადრე თუ გვიან ისინიც უკან ბრუნდებიან, ზოგი მალევე, ზოგი კი დიდი ხნის მერე, როცა დაგვიანებულია უკუსვლა და მიწას ეხეთქებიან წვიმის წვეთებივით… კვდებიან, მაგრამ არა ნაიარევი სხეულის გამო. კვდებიან ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ სინანულით, მერე მონატრებით, მერე ზიზღით, დაბოლოს სიცარიელით… Read the rest of this entry »

 
 

ტეგები: , , , , ,

უცნობის ქრონიკა. არჩევანი

რა კარგი რამაა არჩევანი, თუმც რაოდენ ხშირად გვაქვს მსგავსი ფუფუნება, რაოდენ ხშირად შეგვიძლია შევცვალოთ ცხოვრებით ბოძებული გეზი, გზაჯვარედინზე ჩვენი გონების ან თუნდაც გულის კომპასს გავყვეთ?…
ღამე… წვიმა… ცარიელი ქუჩა… ცეცხლოვანი ნათება და უჩვეულო ტკივილი გულ-მკერდში. კიდევ წამი და წონასწორობა დარღვეულია. სმენა მხოლოდ შორეული წვეთების წკაპუნსა და უეცარი ხმაურისგან აღძრულ ბზუილს აღიქვამს. რაღაც გავარვარებული სითხე ნელ-ნელა ფარავს გაყინულ სხეულს. თბილა… სასიამოვნოდ თბილა… მზერა ქვეცნობიერებაში მიმოიფანტა. შორეული მოგონებები, სინანული, რაღაც გვარი სევდა… წყლის ცივმა ნაკადმა შეაღწია გაგლეჯილ მკერდში, შეუძლოა სუნთქვა… დადგა დრო და მოვწყდი კიდეც ტყვეობას, კაცთა სამყაროდან უნებურად დავაღწიე თავი… Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on დეკემბერი 14, 2011 დუიმი უცნობის ქრონიკა

 

ტეგები: , , ,

მესაფლავე

ცამეტი წლისა იყო საფლავი პირველად რომ ამოთხარა, ბაბუას გასვენებაში ენახა მსგავსი რიტუალი და ეს ცხოვრების წესად მიიჩნია… ჯერ თავის ლეკვს დამარხავს, რომელსაც მთვრალი მეზობელი უნებლიეთ მოუკლავს, ამ სევდიან საქმეში რაღაც სიტკბოს შეიგრძნობს, შემდგომ რამდენიმე მეგობარს აიყოლიებს და სოფლის მიდამოში ყოველ დახოცილ ცხოველს დაასაფლავებენ. ამ ბავშვურ ცელქობას მამა მალევე დაუწუნებს და ბართან მისვლას აუკრძალავს. თუმცა რამდენიმე წელიწადში ის კიდევ ერთ სამარეს ამოთხრის, ოღონდ ამჯერად გამზრდელ დედას გაატანს მიწას… ადრეულ გატაცებას სისხლ-ხორცამდე შეიზიზღებს. მეორმოცე დღეს დედის სასაფლაოს ბოლოჯერ მოინახულებს და შორეულ ოკეანეს მიაშურებს… Read the rest of this entry »

 
2 Comments

Posted by on ნოემბერი 29, 2011 დუიმი Something...

 

ტეგები: , ,

მის სამყაროში

მის სამყაროში ისევ ცვივა ყვითელი ფოთლები, მის სამყაროში ძლიერ აცივდა. სიცივემ ჯერ თითები დაულურჯა, შემდეგ სხეული აუკანკალა, ბოლოს სულში ჩაუძვრა. იქვე გაიცნო მარტოობა, სევდა გულში ჩაიკრა. ტკივილს ებრძოდა, ახალ მეგობრებსაც, თუმცა სამივე ძლიერ უყვარდა. გაიქცა, ფოთოლცვენას გაეკიდა, ზამთრის ეშინოდა. და მაინც, ეფინებოდა სევდიან ქალაქს უდროო თოვლი. მუხლებზე დაცოცავდა, თეთრ საფარში შემოდგომის ნაკვალევს ეძებდა. უშედეგოდ. ატირდა კიდეც. ხის ძირას ზღარბივით შეიკუმშა, ახალ დღეს უცდიდა… დილას მზე არ ამოსულა. Read the rest of this entry »

 
2 Comments

Posted by on ნოემბერი 11, 2011 დუიმი Something...

 

ყოველ ახალ დღეს…

ყოველ ახალ დღეს ასობით ახალ სახეს აყოლებ მზერას – ქალს, კაცს. მათი მეათედი მაინც იხარშება შენს გონებაში, ეგრეთ წოდებულ ფეის კონტროლს გადიან. ფასდებიან ტანსაცმლით, გარეგნობით, თანამგზავრებით, მოძრაობის სტილით, თუნდაც შენდამი მიძღვნილი მზერით. და მხოლოდ ერთეულები თუ იმსახურებენ უმაღლესს შეფასებას. უცნობ ადამიანებს ყალბ პიროვნებებად აყალიბებ და იმავე ხარისხის ილუზიას აქსიომად აქცევ. გწამს რომ ყოველივე ირგვლივ შეიცანი და მხოლოდ შენ დარჩი ასე იდუმალი, ასე შეუცნობი… Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on ოქტომბერი 4, 2011 დუიმი უცნობის ქრონიკა

 

ტეგები: , , , ,

სამი წერტილი

…დღემ ჩაიარა,
არაფერი მნიშვნელოვანი, არაფერი აზრიანი.
უსაქმურობა ღლის.
ოთახში მიმოიფანტა აყროლებული კეტები.
არც ინტერნეტშია რამე საინტერესო. მესამე ფილმის ყურება იგეგმება. მარა ეგეც გაითიშება ათიოდე წუთში.
წყნარი ინსტრუმენტალი ბზუის დინამიკებიდან. ასწორებსსავით. Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on სექტემბერი 28, 2011 დუიმი უცნობის ქრონიკა

 

ცხოვრების ქრონიკა. ან უბრალოდ მეგობარს

დიდი ხნის წინათ გავიცანით ერთმანეთი, უფრო სწორად ორიოდე წელიწადი იქნება. ბევრი რამ მოიცვა ამ მონაკვეთმა, და ცოტა ავირიე კიდეც. სიმართლე რომ ვთქვა, არც გაცნობის დღე მახსოვს და არც ჩვენი დაახლოების საწყისი. დაუგეგმავი პროცესი იყო ეს ხანმოკლე მეგობრობა.
სადგურს ვუახლოვდებოდით. ექსპედიციამ წარმატებით ჩაიარა. სენტიმენტალური დამშვიდობებების შემდეგ ამღვრეული ემოციებით მიმოვიფანტეთ. ჩვენ კი ჯერაც ერთი გზა გვქონდა. ორნი გავუყევით ბაქანს გასასვლელისკენ. Read the rest of this entry »

 
3 Comments

Posted by on სექტემბერი 1, 2011 დუიმი Something...

 

ტეგები: , , , ,

წვიმს.

წვიმს.
ცხელი ჩაი. კომპიუტერი. ცარიელი სახლი. შენ. უკვე მეათეჯერ არეფრეშებ ფეისბუკის გვერდს. მობეზრება იცის. სხვა მრავალი შენსავით უზის ინტერნეტს, მარა კონტაქტის სურვილი ჩამკვდარია. მაინც ელი მონაწერს.
წვიმს.
ჩაი გელევა. ადგომა გეზარება. დასხმაც. ალბათ წყალიც ასადუღებელია. ახალ გზას დაეძებ. სახლში არავინაა. კაი იყო ცხელი ჩაი… Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on აგვისტო 26, 2011 დუიმი უცნობის ქრონიკა

 

ტეგები:

რანდევუ

დაგვიანება არა მჩვევია, არც ქალმა მალოდინა დიდხანს. მოსვლისთანავე წყვდიადში მისი სილუეტი შევნიშნე. ელეგანტურად მოაბიჯებდა ნაწვიმარ ქუჩაში. ჩემთან სიახლოვისას ოდნავ ნაბიჯი შეანელა. საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღვმოჩნდი. პრობლემა არ შექმნილა. მეც უსიტყვოდ გავყევი უკანასკნელ პუნქტამდე… დიდ კაცებს ლამაზად უნდებათ ჩემნაირების მოშორება… Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on აგვისტო 22, 2011 დუიმი Something...

 

ტეგები: , , , ,

მე რაღაცას ვეძებ!…

მომაწოდეთ მიკროფონი! უნდა ვილაპარაკო! უნდა ვილაპარაკო ყველაზე და ყველაფერზე! მაგრამ არავისსა და არაფერზე კრინტს არ დავძრავ! რა მოხდა? რა უეცრად იცვალა თქვენს სახეებზე ფერთა გამამ! ჯერ იყო და აფორიაქდით, უხერხულად აშრიალდით სკამებზე, საგონებელში ჩავარდით – მან რა უნდა იცოდესო ჩემზე, ან იმ ამბავს ვინ უამბობდაო… დარბაზიდან ამღვრეულ ემოციას ვგრძნობ! რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანი უარყოფს ჩემ მიერ დაფიქსირებულ აფორიაქებას! ეგ არაფერი, მეც თქვენს ადგილას ეგრე მოვიქცეოდი, უბრალოდ უფრო მხატვრულად შევეცდებოდი ამ ფაქტის შენიღბვას… Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on აგვისტო 3, 2011 დუიმი Something...

 

ტეგები: , ,

კამათელი

წარმოიდგინე, ხელში გიჭირავს გაცვეთილი კამათელი, ექვსი ციფრით მონიშნული კუბი, თითოს მოსვლის ალბათობით ერთი მეექვსედი. ხელში გიჭირავს ექვსი ოცნება, მრავალი მოთამაშის რჩეული ალგორითმი, ექვს ნაკადად გაყოფილი მასის ოცნებები. შენ კი მეშვიდე გვერდს ეძებ, იმის შთაგონებით ზედ რომ ამოფხაჭნი შვიდიოდე წერტილს. Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , ,

წერილი მოხუცს

მწუხრმა მომიტანა სევდის ქარავანი, მანვე ამირია სიზმრის დასაბამი. მომიყევი, პაპა, ბავშვთათვის ზღაპარი, მიამბე იმ ზღვაზე, სადაც მღერის ქალი, უღვთოდ მშვენიერი სიყმაწვილის მზე. ან იმ ურჩხულებზე, რომ სჩვეოდათ მარად, წამიერი ვნებით გულის გაცვლა ვალად, ღვთისშობილი გოგოს კოცნის საფასად… Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on ივლისი 19, 2011 დუიმი Something...

 

ტეგები: , , ,

 
airskyesrainer.wordpress.com/

Life is balance of holding on and letting go ~ Rumi

Dead Sun Side

And only the Norther blows

Nancy's Blog

ბლოგი მელანქოლიის არომატით

holidayingeorgia

ВСЕ САМОЕ ИНТЕРЕСНОЕ О ГРУЗИИ

Wizard Of Oz

გოგონა, რომელიც წყალზე ისე დადის ნაკვალევს არ ტოვებს ©