RSS

დაღამებისას

დაღამებისას,
დიახ, ღამით. მზის ამოსვლამდე,
ცარიელ სახლში,
მარტოდ დარჩენისას
იცის უძილობა მორიგ დილამდე.
დაღლილობის გალავანში,
თანაც წინა დღეს ვაცილებდი დიდხანს.
გაუშლელ ლოგინზე მწოლიარე
ვიარე სადღაც შორს,
მერე მკრთალი ზღვის პირას.

როცა ყველა ისევ მიიძინებს,
უფლება მექნება, მხოლოდ მზის ამოსვლამდე,
ვუყურო სიზმრებს.
იქნებიან ქალები და ვითარება,
იქნება მზე,
თვალს რომ გავუსწორებ.
რაც არ მახსოვდა ის დავივიწყე,
სადაც არ მივსულვარ იმ ადგილს ვტოვებ.

სევდიანი ღიმილი,
მზერა უძილო, ჭერს ძლივს რომ სწვდება.
მომავალიც იყო უძირო,
ქანცგაწყვეტილი.
ღამის რიტუალი ნელ-ნელა რჩება.
ბაღში ვსეირნობდით,
უცნობთათვის ვიგონებდით სიზმრებს,
გრძნობით.
გამთენიისას რომ ავიწყდებათ.

Advertisements
 

* * * (შორეული მთები)

bird-rainy-backgrounds

*** 

შორეული მთები, ქარის ქროლვის ხმა,
გავიშალე ფრთები, მეგებება ცა.
სადღაც ყმუის მგელი, მწუხრმა იწყო სვლა. 
ამერია გზები, ამერია გზა.
დროის დერეფანში სძინავთ დაღლილ მხეცებს,
ძალით მიჯაჭულებს, ბოროტების კერპებს.
ვეღარ ახელს თვალებს ღმერთით გაჩენილი,
მიუჰყვება ქარებს, მოეძალა ძილი.
ყვავი დასტრიალებს უსულგულო გროვას.
აღარავინ მალავს უადგილო ლტოლვას.
მდუმარე ნოტების უნიჭო დამკვრელი.
ურითმო სტროფების ფხიზელი მხატვარი.
არ მოერიდათ, მაინც სცეს თაყვანი.
კარგი გაირიყა, გაიყოლა ნაგავი. 
გასულ დღეს ელიან, დაელიათ მარაგი.
მერამდენე წელია მზე ამოდის ჩამქრალი.
სადღაც ისევ თოვს, და ისევ თეთრად.
ბუნდოვნად მახსოვს გუნდების ძერწვა.
ნელ-ნელა ბავშვობა გაიფანტა ფერფლად.
წარსულის არქონა, გვაახლოებს სხვებთან.
შორეული გზები, დედის ნაზი ხმა.
სახლში დავბრუნდები, ოღონდ ჯერ არა.
ქარავანი ეული, ეული მგზავრებით.
ცხოვრება უფერული, უაზრო კრძალვებით.
უშველეს, ნახვამდის. თანაგრძნობით ვფასდებით.
საიქიოში გადადის, რასაც აქ ვეღარ ვასწრებდით.
დაბურული ფარდები, ზრდასრული ზღაპრები.
გამიღეთ კარები, უმიზნოდ დავიარები.
შორეული მთები, ქარის ქროლვის ხმა, 
გავიშალე ფრთები, მეგებება ცა. 

 

 

გამარჯობა!

გამარჯობა! აჰა, მოვედი.
სრულიად შემთხვევით. გზა ამერია.
ვიცი დამაგვიანდა, აღარ მელოდი.
ვერ ვიტყვი ვწუხვარ, დიდი ტყუილია.
ჩემს მოსვლამდე ალბათ სხვაც მოგესალმა.
შენც დროის გასაქარვად გაუბი საუბარი.
გაზაფხულიც იყო, ზამთარიც დადგა.
უნებლიეთ შეგძენია უცნობი მეგობარი.
რაღაცა იცვლება, რაღაცა – არა.
მოსაყოლად დაგვიგროვდა რამდენიმე სიტყვა.
ჩემს თმას უკვე შეერია უდროო ჭაღარა.
და ჯერაც არ მეღირსა შენი სიზმრების ხილვა.
არადა, მახსოვს გზა მომავლისკენ,
როცა ბავშვური სიცელქით მალავდი გრძნობებს.
ნელ-ნელა ოცნება გაეცალა სივრცეს
და ვუკრავდით მკაცრად დადგენილ ნოტებს.
შენს შერჩეულ გამაში ვერ ვხედავდი ფერებს.
კითხვების მაგივრად ვსვამდი ამოცანებს.
ზღვაში ჩაცვენილ წვიმის წვეთებს,
მიხსნიდი როგორც მორიგ აბსტრაქციას.
არადა ვცნობდით ერთმანეთის სახეს.
შეხებისას ვგრძნობდით მიმოფანტულ სითბოს.
მერე რა რომ სახელი მკითხე ქორწილის ღამეს,
ჩვენ ხომ შევთანხმდით, არავინ უნდა განიკითხოს.
მორცხვად შევიყვარეთ შიშველი დუმილი
საკუთარი მარტოობის ვნებით სადარაჯოდ.
მრავალჯერ დაიდო უსიტყვოდ ყურმილი.
გულგრილად მიდიხარ, არაფერზე დარდობ…
გამარჯობა! მართლა მოვედი.
სრულიად შემთხვევით, სევდა მომეძალა.
იმედი მაქვს მაინც მელოდებოდი,
წარსულზე მეტად აწმყო მოგენატრა.
ალბათ, დრო მოვა და დავასრულებ წერას,
მე ვისწავლი ჩემი ლექსის ხატვას.
ისევ ვიგრძნობ შენს ცინიკურ მზერას,
სიყვარულს რომ ასე უშნოდ მალავს.

Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 25, 2016 in Something...

 

სათამაშოები (10.11.12.13.14.15.)

     10.
როგორც ოჯახში უფროს შვილს, იასაც, ახასიათებდა ინიციატივის ხელში აღება, იქნებოდა ეს საგანმანათლებლო თუ ორგანიზაციული.
ვინაიდან გიორგის ამგვარ სისულეებში ვერავინ შეაბამდა, მით უმეტეს, გოგო. ერთადერთი მსხვერპლი მე დავრჩი. Read the rest of this entry »

 

სათამაშოები (7.8.9.)

     7.

   ბაღიდან კოჯორში წაგვიყვანეს ლაშქრობაში.
   ჰაილე ისევ მარტო მოდიოდა ჯგუფის ბოლოში. ისევ იღიმებოდასავით. თუმცა, მის ღიმილს მთლად ბედნიერს ვერ ვუწოდებდი.
ჩვენი ექსპედიცია წარმატებით მიიწევდა წინ. ჯერ გამხმარი ფოთლები შევაგროვეთ, მერე მასწავლებელმა მცირე ბოტანიკის კურსი ჩაგვიტარა. (რა თქმა უნდა, მაშინ მთლად ვერ გავიგე რას ბოდიალობდა, დღეს კი ვხვდები მართლაც რომ ბოდავდა). Read the rest of this entry »

 

სათამაშოები (4.5.6.)

4.

   თბილისობის ზარ-ზეიმი ახალი მიწყნარებული იყო. მამა რიგრიგობით ნაბეღლავზე გვაგზავნიდა. ქუჩაში მიგდებულ საჭმელს ძაღლები არხეინად მიირთმევდნენ, სანამ ღამენათევი მეეზოვეეები ცოცხით არ დაადგებოდნენ. მეზობელი რევაზი უშედეგოდ ცდილობდა დაეყოლებინა ვინმე გამვლელი შემორჩენილ ორ ჭიქა ღვინოზე. მოკლედ რომ ვთქვა, არაფრისგან განსხვავებულ შემოდგომას მპირდებოდა ეს დღე, რომ არა ბაღის ჯგუფში ახალი ბავშვის მოსვლა.
   ანბანს ვსწავლობდით. ეს იყო და ასო ბგერა „ზ“-ს მივადექით, კარი შემოიღო და ქალბატონი მზია შემობრძანდა აჩქარებული ბაკუნის რიტმში. Read the rest of this entry »

 

სათამაშოები (1.2.3.)

     1.

   ისე, უბრალოდ, მინდა მოვყვე ჩემს სათამაშოებზე. ოცდაშვიდ პატარა ჯარისკაცზე, კუდმოხეულ კენგურუზე, დისგან მოპარულ ბარბის თოჯინაზე და სხვა დანარჩენებზე.
   ეს ის ზაფხულია, როცა მეათე კლასში შესასვლელად ვემზადები. მყიდულობენ ახალ ტანსაცმელს, უნახატო რვეულებს და მეზობლებში დაფუსფუსობენ სახელმძღვანელოების საშოვნელად. თავის მხრივ, უსაქმური მეზობლები ჩემს ყოველ გაზრდილ სანტიმეტრს აღტაცებით ხვდებიან. მირიგებენ საცოლეს და ასევე მისი მოპყრობის ყველა ტრადიციულ მეთოდს. ეს ის ზაფხულია, მამამ დავითით რომ მომმართა, დათუნას ნაცვლად. ბაბუამ საჩუქრად ბლოკნოტი მიბოძა, ბებიამ კი მეორე ბლოკნოტი. Read the rest of this entry »

 
 
rainer

Life is balance of holding on and letting go ~ Rumi

Dead Sun Side

And only the Norther blows

Nancy's Blog

ბლოგი მელანქოლიის არომატით

holidayingeorgia

ВСЕ САМОЕ ИНТЕРЕСНОЕ О ГРУЗИИ

Wizard Of Oz

გოგონა, რომელიც წყალზე ისე დადის ნაკვალევს არ ტოვებს ©