RSS

ფურცელი

07 მარ

ერთი ნაბიჯიც და შენს სხეულს მიიბარებენ გულგრილი მთების კალთები. რამოდენიმე წამიც და ამღვრეული გონება სამუდამოდ მიიძინებს… შორეულ მწვერვალებზე ისმის ქარის ქროლვის ხმა. გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეგაწუხებს, არ წაგაქეზებს. შენი ღმერთებიც არ ჩაერევიან. დრო მოვა, ისინი მხოლოდ სვლას განსჯიან და არა ნაფიქრალს. თუმცა, შეიძლება ეს დრო არც არასდროს დადგეს… სიკვდილთან მიმავალი რთულია არ იფიქრო მარადისობაზე და მის მბრძანებელზე. მნიშვნელობა არ აქვს თუ რაოდენ ღრმად იწამე ისინი სიცოცხლის გზაზე. ბნელ გვირაბს მიჩვეული უკვე შიშობ შუქის დანახვას… მომავლის ფარდას ისევ ვერ წვდები. წარსულთან მაინც სხვა ცოდნა გაკავშირებს. ალბათ ამიტომაც დაგაფიქრებს რატომ მოხვედი. რატომ წახვალ ეს სხვა საკითხია…

სიცოცხლის სიყვარული უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა. სხვის გამო არ დათმობდი. ვერც საკუთარ თავს შესწირავ ასე ადვილად… რა თქმა უნდა, გაიძულეს. შენ სხვა სამყაროს ნატრობდი, შენს შესაფერისს, უფრო აზრიანს, უფრო მრავალფეროავანს… მწვერვალზე ნელ-ნელა ამოცოცდა შენი თავმოყვარეობა, ამპარტავნობა. თავს უფლება მიეცი გეფიქრა, თითქოს მათზე მაღლა დგახარ, მათზე მეტი გესმის. განსაჯე სხვისი ქმედება, როგორც სიბრიყვე. უცხო სიტყვებს აზრი დაუკარგე. და რაღა დაგრჩა თუ არა ცინიზმი, გულგრილობა და… სიკვდილი. აღსასრული, ამ სამყაროდან თავის დასაღწევად. სამყაროდან, რომლის ჭაობში იძირებოდა შენი სული, შენი პიროვნება… გეგონა პიველი ხარ ასეთი, შენს თაობაში მაინც, და ვერ ამჩნევდი სხვის თვალებშიც, რომ იბადებოდა მსგავსი მოსაზრება. სხვა მრავალმაც მოიგონა საკუთარი გენია… და ზოგმა შენსავით გადაწყვიტა წასვლა. მათთაც აწუხებდათ სხვისი გონების სივიწროვე. მათთაც ეგონათ რომ არავის არ ესმის მათი…

წლებით შეგროვებულ ტკივილს გულის და გონების თაროებზე ანაწილებ. მწუხარებას მოაქვს ნეტარება რაღაცგვარი… კლდის პირას მდგომი ცხოვრების არსად ტანჯვა გეჩვენება, ხსნას ელი ერთ ნაბიჯში, მერე რამდენიმე წამში… ამისთვის მოსვლა ღირდა, ალბათ… რამე რომ შეცვალო არ გამოვა, პრობლემა ხომ მათშია. შენ მხოლოდ მათ ნაცრისფერ სამყაროს გინდა გაექცე, საკუთარის დალპობას რომ არ მოესწრო… და მაინც გული გწყდება, გასაცილებლად რომ არავინ მოდის…

ერთი ნაბიჯი… რამოდენიმე წამიც… და დაფლეთილ სხეულს ამოხდება სული… სადღაც ბავშვის ტირილს შეხვდებიან სიხარულით… ქვეყანას არაფერი მოემატება, არც დააკლდება… ისევ ისე იქროლებს ქარი შორეულ მწვერვალებზე… ისევ ისე გულგრილად შეხვდებიან მთები ღვთიშვილთ აღსასრულს…

 

ტეგები: , , ,

დატოვე კომენტარი

 
airskyesrainer.wordpress.com/

Life is balance of holding on and letting go ~ Rumi

Dead Sun Side

And only the Norther blows

Nancy's Blog

ბლოგი მელანქოლიის არომატით

holidayingeorgia

ВСЕ САМОЕ ИНТЕРЕСНОЕ О ГРУЗИИ

Wizard Of Oz

გოგონა, რომელიც წყალზე ისე დადის ნაკვალევს არ ტოვებს ©