RSS

უდაბნოში

09 მაისი

და კიდევ ერთი თოვლიანი დილა გათენდა ჩემი სახლის ეზოში, ისევ მოვიდა ზამთარი და ყინვა. გათეთრდა ქვიშა ჩემს უდაბნოში. დარბეულ ციხეს ძველებურად იცავს ცამეტი დარაჯი. ცამეტი მხეცი იცავს ჩემს სხეულში მოქცეულ სამყაროს, რომლითაც ვცხოვრობ და ვიცხოვრებ მერეც. აქ არც სიცოცხლე, არც სიკვდილია, და არც ღმერთი წყვეტს მხეცთა ქმედებას. აქ ყველა მკვდირი განდეგილია, არავინ ელტვის ცოცხალ არსებას. და ამ მიუვალ, დაკარგულ გზებზე არავინ მოვა, შემთხვევით, ღამით. ჩემს მეფურ მყუდროებას არღვევს მხოლოდ ქარი, ხანდახან მოსული შორეულ ქვეყნიდან. და მოაქვს მას ამბავი მკვდარ სიცოცხლეზე, იქ მდორედ გასულ მრავალ წელიწადზე, რომლებიც გავატარე აქა. და ჩემს უდარდელ სახეს უყურებს გაოცებით. არ ესმის ქვეყნად მარტოდ ყოფნის იშვიათი ხიბლი. ან რა იცის ქარმა თუ რა ცხოველს მალავს სული გალიაში…

და ნელა ცვივა ციდან ნაზი ფიფქები, ფარავენ უდაბნოს ცეცხლოვან ქვიშას. ყველა გრძნობა, ყველა ფიქრები ერთ დღეს გაცდება იდუმალ მიწას. და ვეღარ შეიგრძნობს გული ზიზღს და სიყვარულს, აღძრულს უეცრად ცხოვრების გზაზე. და არასდროს იხილავს ცამეტი დარაჯი, სხვა ვინმე მოსულს ჩემი ციხის კარზე. მიძინებული მხეცის არ გავიგებ ღმუილს, არ მომენატრება სამყარო ძველი, სადაც შიშისგან მაჭრიდნენ ბრჭყალებს… ვიპოვე სახლი, თავშესაფარი, ბინდით მოცული უდაბნოს ველი, აქ ვერ ამირევს გონებას ქარი, წყნარად გაივლის ათასი წელი…

 

ტეგები: , , , , ,

დატოვე კომენტარი

 
airskyesrainer.wordpress.com/

Life is balance of holding on and letting go ~ Rumi

Dead Sun Side

And only the Norther blows

Nancy's Blog

ბლოგი მელანქოლიის არომატით

holidayingeorgia

ВСЕ САМОЕ ИНТЕРЕСНОЕ О ГРУЗИИ

Wizard Of Oz

გოგონა, რომელიც წყალზე ისე დადის ნაკვალევს არ ტოვებს ©